ზვიად შალამბერიძე "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში აღნიშნული საწარმოს მუშაობა დღეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია.

მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ასეთმა საწარმოებმა და ყველა ორგანიზაციამ და კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა და იმუშაოს სრული დატვირთვით. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ ისეთ რეჟიმში, სადაც უნდა იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უნდა იყოს მორგებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როლი და წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებით ასეთ დროს და მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე დღეს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება, შენობებთან, დამონტაჟებულია ანტისეპტიკური მოწყობილობები, ტერიტორია სველი წესით მუშავდება. დასაქმებულები აღჭურვილები არიან რესპირატორებითა და სამედიცინო ხელთათმანებით, ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სასადილოების მუშაობა დროებით შეიზღუდა და დასაქმებულთათვის საკვების მიწოდება მშრალი ულუფების სახით ხდება, დასაქმებულთა სამუშაო ადგილებამდე უსაფრთხო გადაყვანისთვის კომპანიამ დამატებით ავტოტრანსპორტი გამოყო, რაც შესაძლებლობას იძლევა, თანამშრომლებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

"COVID19-ის გამო დღეს მსოფლიო და საქართველო რთული გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მხრივ, ქვეყანა უხილავ მტერს, ვირუსს ებრძვის, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის გადარჩენა. ამ ფონზე, აუცილებელია, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პროცესის შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა და ჩვენ ეს შევძელით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მას ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი. დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს და ქვეყანაში სავალუტო მასის შემოდინებაში უმნიშვნელოვანესი წილი უკავია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა