პრეპარატმა „რემდესივირმა“ კორონავირუსის სიმპტომების ხანგრძლივობა 15-დან 11 დღემდე შეამცირა

კომპანია Gilead Sciences-ის პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებს 15-დან 11 დღემდე ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტების 31 პროცენტით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას უწობს ხელს, - ამის შესახებ ონფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ შედეგს აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, „ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

„შედეგებმა აჩვენა, რომ „რემდესივირს“ მნიშვნელოვანი, დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 31 პროცენტიანი მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის, ეს ამტკიცებს, რომ მედიკამენტს ვირუსის ბლოკირება შეუძლია,“ - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მედიკამენტზე ჩატარებულმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ ის, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც „რემდესივირს“ ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, პლაცებოს ჯგუფში კი - 11.6 პროცენტი,“- აღნიშნულია აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, კვლევაში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა