გოგიტა თოდრაძე - მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იანვარი-მარტის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ით განისაზღვრა.

„წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“,-აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა. '

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზე და მარტში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 48%-ით შემცირდა“,-აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა