აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, 24 საათის განმავლობაში 210 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი ერთს დაუდასტურდა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებლი 60 წლის ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ის ეკუთვნის ქობულეთის კლასტერს, ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში და სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონია, არც ერთი მისი ოჯახის წევრი ინფიცირებული არ ყოფილა“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.