აჭარაში საკარანტინო სივრცე 4 200-მდე პირმა დატოვა

აჭარაში საკარანტინო სივრცე 4200-მდე პირმა დატოვა, 1 707 ადამიანი კი ჯერ კიდევ კარანტინში რჩება,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიაში 3 565 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 900 სამედიცინო პერსონალი იყო, რომელთა მიმართებაშიც კვლევის შედეგი უარყოფითი იყო.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კლინიკა "მედალფაში" 31 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის რამდენიმე გამოჯანმრთელებული კლინიკას დატოვებს.

"ბათუმში, კლინიკა "მედალფაში“ 31 ინფიცირებული მკურნალობს. რამდენიმესთან მიმართებაში დღეს საკონტროლო კვლევის მეორად პასუხებს ველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწერის შესახებ. დილის ინფორმაციით, "ცხელების ცენტრში" 28 პირია, რომელთა შედეგები დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. ჯამში 3 565 ტესტირება ჩატარდა ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც 900-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი იყო და მათთან მიმართებაში უარყოფითი კვლევის შედეგები გვაქვს, ასევე დილის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 1707 პირი გვყავს, 4 200-მდე პირმა კი საკარანტინო სივრცე დატოვა. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილური გვაქვს",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, დღეს აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 60 წლის ქალი „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს