თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2 570-მდე სამხედრო უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2 570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" 1800-ზე მეტმა ქართველმა მშვიდობისმყოფელმა მიიღო, რომლებმაც გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი ერაყსა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით შეიტანეს.

„მინისტრის ბრძანების თანახმად, სამხედრო სამსახურის უმწიკვლოდ შესრულებისათვის 680-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები - „უმწიკვლო სამსახურისათვის" მიიღო. წლის განმავლობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის კი, 90 სამხედროზე მეტი სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების დღეს მათ მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცათ. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 24 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო