უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ქვეყანაში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ვირუსის 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 10 406-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 261-ს მიაღწია.

უკრაინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1 200-ზე მეტი პაციენტი, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 907-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა