სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან დისტანციურად მიულოცეს

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. სამხედრო მოსამსახურეებს 29 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს სამსახურეობრივი მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებისთვის და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი ჯარის როლი, როგორც ხილულ, ასევე უხილავ მტერთან ბრძოლაში. მინისტრმა მიმართვისას ვეტერანების ღვაწლიც აღნიშნა და დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე ქედი მოიხარა. ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო