იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ქართულ ჯარს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქართულ ჯარს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.

„30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 29 წელია, ქართული ჯარი დღითიდღე ვითარდება, ძლიერდება და ყველა გამოწვევისთვის ემზადება. ჩვენ ყველა, თითოეული ადამიანი ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ყოველთვის იქ არიან, სადაც მათ სამშობლოს და თანამემამულეებს სჭირდებთ. ეს ძალიან თვალნათელია ახლაც, როცა ისინი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაშიც აქტიურად არიან ჩართული და დაუღალავად იცავენ ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ქართველი ჯარისკაცები წლებია, სამშობლოს ღირსებას იცავენ საერთაშორისო მისიებში და მათი გმირობის გამო საქართველომ არაერთი მადლობა მიიღო.

საქართველომ არაერთი გმირი ჯარისკაცი დაკარგა საერთაშორისო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე და მადლობას გიხდით გმირობისა და შეუპოვრობისთვის. საქართველო არასოდეს დაივიწყებს თქვენს სახელებს.

თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. მადლობა იმ შემართებისთვის, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცებისთვის დამახასიათებელი სიდინჯის, თავდაჯერებულობისა და გმირობისთვის, რომელსაც ყველგან და ყოველთვის აჩვენებთ. გვეამაყებით!“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსხური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს