შალვა კერესელიძე ჯანდაცვის სექტორის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ჯანდაცვის სექტორის რეგიონულ წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა კერესელიძემ, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში გასატარებელი ზომები განიხილა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განმარტებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის თერმოსკრინინგი წარმოადგენს, შესაბამისად, უკვე შეიქმნა შესაბამისი ჯგუფები, რომლის წევრები, ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თერმო სკრინინგის პროცედურას ჩაუტარებენ და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. ჯგუფები სამედიცინო პერსონალით, თვითმმართველობების წარმომადგენლებითა და მოხალისეებით არის დაკომპლექტებული. შეხვედრის ფარგლებში, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ქალაქ მცხეთაში, რამდენიმე კვირის წინ, შესაბამისი აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი ცხელების კლინიკაც გაიხსნა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა