ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

მათივე ცნობით, საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე ბაღში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი გაეცვნენ.

„დღეიდან ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ისევ ვარიგებთ საკვებ პროდუქტებს. 8500-მდე აღსაზრდელი მიიღებს სასურსათო ამანათს. ამ პროდუქტების წაღება მშობლებს ბაგა-ბაღებიდან უკვე შეუძლიათ. სასურსათო პაკეტი შედგება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისგან და დაცულია ყველა რეკომენდაცია“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს