ალექსანდრე მოწერელია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, პროცესს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერთან ერთად, კოლხეთის უბანში გაეცნო.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დამუშავდა.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს კარგად, ამინდის მხრივ გაგვიმართლა, თუ შევადარებთ შარშანდელ მონაცემებს, გასულ წელს ამ დროისთვის დამუშავებული იყო სულ 200 ჰექტარი, წელს უკვე გვაქვს ხობში 3000 ჰექტარი და სამუშაოები გრძელდება. ერთადერთი პრობლემა რაც გვრჩება ეს არის ტექნიკის დამატება, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“ ,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ, აკაკი მალანიას ფართობიც დაათვალიერა, ახალგაზრდა ფერმერი მშობლიურ მუნიციპალიტეტს პანდემიის შემდეგ დაუბრუნდა, ის ხობში სიმინდის, დაფნის და მოცვის მოყვანას გეგმავს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს