მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ 6-მილიარდიანი პროგრამიდან 1 მილიარდი მილიონ ნახევარ ადამიანზე უნდა განაწილდეს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 6-მილიარდიან პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამიდან 1 მილიარდი მილიონ ნახევარ ადამიანზე უნდა განაწილდეს, რომლებმაც შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე სამუშაო ადგილები დაკარგეს. ხაზარაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი დასაქმებული იყო თუ თვითდასაქმებული, დახმარება ყველამ უნდა მიიღოს.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, იმიტომ, რომ ყველა ანტიკრიზისულ პროგრამას უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი, გადაარჩინოს ადამიანი, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური უსაფრთხოება შეუქმნას, სწორედ ჩვენი პროგრამა, მიმართულია ამ ადამიანზე, მოქალაქეზე, რომლის სამუშაოს შენარჩუნებასა და სტაბილურად ხელფასის აღებას უზრუნველყოფს ჩვენი პროგრამა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ 6 მილიარდი არის ჩვენი შიდა რესურსებით მოზიდული თანხა. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო დახმარებები. რაც საერთაშორისო დახმარებებიდან შემოვა, ეს იქნება პოსტკრიზისული ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისთვის მოხმარებული თანხა. რაც შეეხება 1 მილიარდს, რომელიც უნდა განაწილდეს თითქმის 1,5 მილიონ ადამიანზე, აქ ხაზს გავუსვამ, რომ არ არის განსხვავება ადამიანმა დაკარგა სამსახური თუ ის იყო თვითდასაქმებული, თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, მაშინ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს ეს თანხა. ჩვენი გათვლებით, 3 თვის განმავლობაში თითოეული ოჯახი თვეში მიიღებდა 1000 ლარს. რატომ სამი თვის განმავლობაში ? იმიტომ რომ სამი თვის თავზე ეკონომიკა უნადა იყოს ამუშავებული, შესაბამისად, ჯობს ახლა დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც დღეს უჭირთ, ვიდრე 6 თვის განმავლობაში რაღაც მინიმალური თანხები ვარიგოთ, რომელიც არ შეხვდება ყველა კატეგორიას,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ე.წ. ანტიკრიზისული პროგრამა არის არა პროგრამა, არამედ სოციალური დახმარების პაკეტი, რომელიც უსამართლოდაა განაწილებული და დროშია გაწელილი. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა ვერც მოკლე და ვერც გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს ვერ გამოიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა