აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს მხარი უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ მიუღიათ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, 20 მილიონი ლარი კორონავირუსის პრევენციას მოხმარდება.

„ 8 მილიონზე მეტი დაიხარჯება ჯანდაცვის სფეროზე -ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალის აღჭურვასა და მარაგების შექმნაზე. 7 მილიონზე მეტი გამოიყო საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებისთვის, 2 მილიონ 300 ათასი დაიხარჯება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის, დარჩენილი თანხა კი პანდემიის სხადასხვა მოსალოდნელი შედეგის პრევენციისთვის.

თანხების მობილიზება მთავრობამ მოახერხა სამთავრობო უწყებების ადმინისტრაციული მათ შორის სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით, საერთო ჯამში 2 ნახევარი მილიონი ლარით. 90 ათასი ლარით შემცირდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება. 250 000 ლარით შემცირდა აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა 9 762 600 ლარით. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი - 9 454 700 ლარით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2,9 მილიონი ლარი",- აღნიშნა ფუტკარაძემ.

ცნობისთვის, სხდომის მიმდინარეობისას სიტუაცია მმართველ გუნდის დეპუტატებსა და ოპოზიციის წევრებს შორის, რამდენჯერმე დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირებისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ კრიზისების სამართავად გამოყოფილი თანხა არასაკმარისია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას