ზუგდიდში, ბეჭვაიების 14 სულიან ოჯახს გუბერნატორის მოადგილემ ფულადი თანხა, მერიამ კი სასურსათო მარაგი გადასცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ზუგდიდში მცხოვრებ ბეჭვაიების 14 სულიან ოჯახს ხელფასიდან 500 ლარი აჩუქა, მათ ზუგდიდის მერიისგან დღეს სასურსათო მარაგიც მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ზუგდიდის მერია მრავალშვილიან ოჯახებისთვის სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ და ასევე ჩართული არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში.

,,ამ პერიოდში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება, მე პირადად გადავწყვიტე ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11 შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათო ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს ვისაც, ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა

ზუგდიდის მერის მოადგილის თქმით, ზუგდიდში უკვე 8000-მა ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი.

„COVID19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გააფართოვა სოციალური მიმართულება. უკვე 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობას. თითოეული მოქალაქე იგრძნობს ძალიან აქტიურ მხარდაჭერას,” - განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო