ანონსი  1 მაისი

1 მაისს, 10:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში ლევან თარხნიშვილის და ბესო დონაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთპირთა მოლაპარაკებით შესყიდული სამედიცინო ინვენტარი.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

1 მაისს, 12:00 საათზე, იურისტი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: კოსტავას N19

საკონ: 599437403

1 მაისს, 12:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორი ლაშა კილაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კორონავირუსი, არსებული შეზღუდვები და ფსიქიკური პაციენტები; ნარკომანიის პრევენციის პაროგრამაში ჩართული ადამიანები; ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ სტაციონარებში არსებული ვითარება.

(მედიის დასწრება შეზღუდულია. სრული ჩანაწერი აიტვირთება „26 მაისზე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

1 მაისს, 14:00 საათზე, გორის რაიონულ სასამართლოში სასულიერო პირის (კობა კობაიძის) ადვოკატები, მამა დავითის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივებენ.

საკონტაქტო: 598549484

1 მაისს, 14:00 საათზე, სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების საკითხებზე, პროფკავშირების გაერთიანების და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და მათთან ერთად სახალხო დამცველის მონაწილეობით, ორგანიზაციების Facebook გვერდებზე, USAID/PROLoG მხარდაჭერით ინტერაქტიული ლაივ გადაცემა შედგება.

1 მაისს, 15:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების გაერიანების ცენტრალური ოფისის ეზოში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემებსა და ფოტო გამოფენას წარმოადგენს. საუბარი შეეხება პანდემიის და კარანტინის პირობებში შექმნილ პრობლემებზე, კრიზისულ ვითარებაზე, უმუშევრობაზე და პერსპექტივებზე.

მის: ვაჟა-ფშაველას 1/43

1 მაისს, 16:00 საათზე, დასაქმებულთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პროფკავშირების გაერთიანება სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით (https://www.facebook.com/gtuc.ge/ ) ონლაინ აქტივობას წარმოადგენს. 10-ზე მეტი დასაქმების სექტორის, 50-მდე წარმომადგენელი, სხვადასხვა ლოკაციიდან სამუშაო ადგილებზე არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, აგრეთვე შექმნილ მდგომარეობაზე დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ირაკლი პეტრიაშვილი კი ხელისუფლებას საპირველმაისო მანიფესტით მიმართავს.

1 მაისს, 20:00 საათზე, „პროფკავშირების ახალი გაერთიანების“ ფეისბუქ გვერდის პირდაპირ ეთერში (https://www.facebook.com/newuniongeorgia) „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ ონლაინ კონფერენციას გამართავს.

საკონტაქტო: ზაზა ბარბაქაძე - 579003888

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს