ფოთში 26 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ე.წ ცხელების ცენტრის 3 პაციენტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

ფოთში, 26 სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამ დროისათვის ქალაქში კორონავირუსზე სულ 99 მედიკოსია გამოკვლეული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მედპერსონალის იმ ნაწილს, რომელსაც შეხება აქვს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან, 14 დღეში ერთხელ კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება.

,,მედიკოსების კვლევა გეგმიური ხასიათისაა და პრევენციული მიზნით განხორციელდა. გამოვიკვლიეთ ის ადამიანები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან აქვთ შეხება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამ დროისათვის ,,კოვიდ 19“ -ზე ფოთში სულ 99 მედიკოსია გამოკვლეული, საბედნიეროდ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების კვლევები მომავალშიც გაგრძელდება.

ზოგადად ჩვენს ქალაქში არის სიმშვიდე. არ გვყავს არცერთი ინფიცირებული", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

ფოთის ,, ცხელების კლინიკიდან“ დღეს კიდევ სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა გამოსაკვლევად. ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife