ჯანმო - მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რვა პოტენციური ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის უკვე დამტკიცებულია, მათგან ოთხზე - ჩინეთში, ერთზე - დიდ ბრიტანეთში, ერთზე - აშშ-ში, ერთზე კი - აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში ერთობლივად მუშაობენ.

მერვე ახლად დამტკიცებული პოტენციური ვაქცინაც ჩინურია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა მასზე კლინიკური ცდები.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველმა „ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა“ 16 მარტს დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო - მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა