ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

ლენტეხისა და ცაგერის შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პროცესს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე გაეცნენ და ექიმებს მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.

თერმოსკრინინგი ამ ეტაპზე რეგიონში ათასობით მოქალაქეს ჩაუტარდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ გამოვლენილა.