სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში მოსახლეობის დასახმარებლად სამოქალაქო რეისები შეასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, სამოქალაქო რეისები შეასრულა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ვერტმფრენით თუშეთის რამდენიმე სოფლის მკვიდრის ტრანსპორტირება, ასევე, საჭირო პროდუქტებისა და ნივთების გადაზიდვა მოხდა.

„გარდა ამისა, სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით მესაზღვრეთა როტაცია განხორციელდა. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა