ალექსანდრე მოწერელია - თხილის გადამამუშავებელი საწარმოები რეკომენდაციების დაცვით, შეუფერხებლად მუშაობენ

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმოები შეფერხებების გარეშე მუშაობენ. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია კომპანია ,,გოლდენ ნათსში“ გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, საწარმოში თანამშრომლებს შორის დაცულია სოციალური დისტანცია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ხდება იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც სპეციალისტები განსაზღვრავენ.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თხილის გადამამუშავებელ კომპანიებს არ შექმნიათ არც ექსპორტის პრობლემა და შეუფერხებლად ხდება თხილის თუ გადამუშავებული პროდუქტის გადატანაც.

“თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობენ გამართულად, იცავენ უსაფრთხოების წესებს. აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოების უმრავლესობა სერტიფიცირებულია და ვინაიდან სურსათთან აქვთ ურთიერთობა, პანდემიამდეც გატარებული ქონდათ ის ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს სურსათის უვნებლობას, ასევე დასაქმებულთა უსაფრთხოებასაც, ამჟამად კი დაემატა ჯანდაცვის რეკომენდაციები. დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, ფუნქციონირებენ გამართულად, სხვა საწარმოებშიც არის ანალოგიური ვითარება. ასევე აღსანიშნავია, რომ მათ ექსპორტის პრობლემა არ შექმნიათ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს