გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების ნაწილის  უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე - ამ წერილში აქცენტი არასწორადაა დასმული, ჩვენს გუნდს სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტისადმი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წერილში აქცენტები არასწორადაა დასმული.

როგორც ბოკერია აცხადებს, პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს.

„ჩვენს გუნდს, „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ამ წერილში არასწორად არის აქცენტი დასმული. ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი რომ არ მოსწონს, სძულს და პოლიტიკურ დევნას რომ გადააყოლა ქვეყანა, ეს არის პრობლემა, ის კი არა - ვინ არის მართალი სააკაშვილის შეფასებაში ან როგორ ვაფასებთ წარსულს „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების. ახლა ამაზე კი არ უნდა იყოს დისკუსია, დისკუსია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიულად ნორმალური ურთიერთობა და ეს საკითხი არის უკრაინის შიდა საკითხი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში, ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საკითხზე თავის პოზიციას არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი, რასაც ივანიშვილი აკეთებს და არასწორია ამაზე კამათი იმით, რომ ჩენ დადებითაც ვაფასებთ სააკაშვილის დანიშვნას, თუ მის წარსულ მოღვაწეობას. ეს აქ რელევანტურიც არ არის. ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა არა. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი აზიანებს ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების თაობაზე მიმართავენ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა