მარტვილში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თერმოსკრინინგი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და ამბულატორიის ექიმები სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ.

მათივე ინფორმაციით, თერმოსკრინინგის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ.

„თერმოსკრინინგი დღეს დაიწყო და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერიის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს