„სოციალ-დემოკრატები“ - მშრომელთა მდგომარეობა, რომლებსაც დღეს საზოგადოება თვალებში შეჰყურებს, არც თუ ისე სახარბიელოა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უკანა ფონზე გადავიდნენ პოლიტიკოსები და ფინანსისტები და წინ წამოიწიეს მშრომელებმა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მშრომელთა მდგომარეობა, რომლებსაც დღეს საზოგადოება თვალებში შეჰყურებს, არც თუ ისე სახარბიელოა. ამის შესახებ ნათქვამია 1-ელ მაისთან დაკავშირებით „სოციალ - დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ, ხშირ შემთხვევაში მინიმალური შემოსავალი აქვთ.

მათივე ცნობით, იმ ფონზე, როდესაც ბანკირებისა თუ აღმასრულებელი დირექტორების შემოსავლები მილიონებს აჭარბებს, მასწავლებლების, ინდუსტრიული მშრომელების, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების, ექიმების და ექთნების შემოსავლები წარმოუდგენლად მცირეა. ამის მიუხედავად, მათი საზოგადოებრივი ფუნქცია უფრო დიდია, რამაც უნდა დაგვაფიქროს, შრომის ნამდვილ საზოგადოებრივ ღირებულებაზე.

„30 წლიანი ნეოლიბერალური პოლიტიკა გაბანკროტებულია. მან ვერ მოახერხა ვერც ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა დასაქმებულებისთვის და ვერც სამუშაო ადგილების მასიური წარმოქმნა. შრომის ღირსეული პირობების საკითხი და უმუშევრობა სინამდვილეში ორი ერთმანეთთან მნიშვნელოვნად დაკავშირებული საკითხია. მაღალი უმუშევრობის პირობებში თუ ერთი ადამიანი მოითხოვს შრომის ღირსეულ პირობებს, მეორე დათანხმდება არსებულს და სწორედ ეს აძლევს საშუალებას დამქირავებელს შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა. სწორედ, ამიტომ ჩვენთან დგას არა უბრალოდ შრომითი პირობების გაუმჯობესების პრობლემა, არამედ დასაქმების პრობლემაც, რასაც, როგორც 30 წლიანი გამოცდილებით ვხედავთ, ბიზნესი თავისით ვერ გადაჭრის. აუცილებლია სხვა სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ამ პრობლემას საკუთარ პასუხისმგებლობაში მოაქცევს და არ შეატოვებს ბაზარს. ასეთი სახელმწიფო არის სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც, ერთი მხრივ, წარმართავს აქტიურ ინდუსტრიულ და დასაქმების პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ, პროგრესულ პრინციპზე დაფუძნებული მზარდი ბიუჯეტით აკმაყოფილებს საზოგადოებრივ საჭიროებებს ყველასთვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც შრომა თვითრეალიზაციის და განვითარების საშუალებად იქცევა და არა დომინაციის და ჩაგვრის. შრომის საკითხი არაა იურიდიული საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. ისტორიულად მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლა პირდაპირ ან ირიბად ყოველთვის წინ უძღოდა პოლიტიკური უფლებების გაფართოებას და სახალხო დემოკრატიების ფორმირებას - საარჩევნო უფლებებს, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მექანიზმების დანერგვას, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირებას და ა.შ.. ჩვენი პარტია იბრძოლებს იმისთვის, რომ მთავრობის მიერ შემოღებული უმუშევრობის დროებითი დახმარება არ იყოს დროებითი და დამკვიდრდეს, როგორც სამართლიანი და ეფექტიანი სოციალური დაცვის კომპონენტი! ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სოლიდარობის და თანასწორობის პრინციპები! გილოცავთ, შრომის და მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა