ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა

დღეს ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ღია ტიპის აგრარული ბაზრობის გახსნის პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემიშვილი ესწრებოდნენ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, აგრარული ბაზრების გახსნა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბაზრების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია, გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით;

გარკვეული წესები უნდა დაიცვას ბაზარში შესულმა მომხმარებელმაც: აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით; დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა; სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით; გამოიყენონ პირბადე.

აგრარულ ბაზრებში რეკომენდაციების დაცვას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო