ქუთაისის მერიის ინფორმაციით, წელს „გვირილობის“ დღესასწაული პანდემიის გამო, არ ჩატარდება

ქუთაისის მერია „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ,დღესასწაული პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება.
„ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს "გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა.
ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება.
დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ "გვირილობა" , - ნათქვამია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებაში.

























