ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს

ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ობიექტზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

„რეაბილიტაცია ამჯერად რუსთაველის მესამე შესახვევს უტარდება. წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციას კომპანია ,,აზ ინ შაათი“ ახორციელებს.

პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა