გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ონლაინ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე აღსრულების კონტროლს აგრძელებს - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღსრულების კონტროლზე ონლაინ რეჟიმში წაიმართა შეხვედრა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 30 აპრილსა და 1 მაისს დაკავშირებული ორგანიზაციების და უწყებების ზეპირი მოსმენა გაიმართა.

„მიმდინარე კვირის მანძილზე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში დაგეგმილი აქტივობებით განაგრძობს მუშაობას. საზედამხედველო ფუნქციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - თემატური მოკვლევები, რომელიც დაწყებული გვაქვს, გრძელდება. ამ კვირის მანძილზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების აღსრულებაზე კონტროლის ორი ონლაინ შეხვედრა გავმართეთ ამ სფეროს წარმომადგენლებთან და დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა, უამრავი ინფორმაცია მივიღეთ თემის შესახებ. ორივე შეხვედრა ექსპერტის და კომიტეტის სხვა წევრების მონაწილეობით განხორციელდა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომიტეტი არ წყვეტს მუშაობას და მნიშვნელოვან და აუცილებელ საკითხებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ონლაინ რეჟიმში განიხილავს.

„პარალელურ რეჟიმში, იმავე სამუშაო ფორმატით განაგრძობს მუშაობას კომიტეტის აპარატი. ორი დღის მანძილზე, კვირის განმავლობაში, NDI-ის ორგანიზებით, იმართება აპარატის თანამშრომლების ტრენინგი წყლის რესურსების კანონპროექტთან დაკავშირებით გენდერული ზეგავლენის ანალიზის მოსამზადებლად. ორივე პროცესი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ვგეგმავთ ამ საკითხების, მაქსიმუმ, მაისის ბოლოს-ივნისის შუა რიცხვებში დასრულებას და კომიტეტს საინტერესო დასკვნები, რეკომენდაციები და პოზიცია ექნება“,- განაცხადა წილოსანმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა