ბოლნისის მერი - ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 6 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა კარანტინის 40 დღე შეაჯამა და აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც შერაზადიშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსი 107 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 6 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 275 ადამიანი, კარანტინში კი 99.

„კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ჩაკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი და ვანათი. ამ ტერიტორიების საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხორციელდება. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სურსათის მარაგის კონტროლს და რაიმე დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრალურ მთავრობასთან კორდინაციული თანამშრომლობის შედეგად, ამ პრობლემის მოგვარება ხდება”, - განაცხადა შერაზადიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი და ამ დროისთვის, შემოწმება 32 476-მა ადამიანმა გაიარა.

ამასთან, შერაზადიშვილის განცხადებით, ბოლნისში აქტიურად მუშაობს ე.წ „ცხელების ცენტრი“

„ცხელების ცენტრში ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრში ექიმები პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევას ადგილზე უტარებენ. ჩვენს მედიკოსებს განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნით. რომ არა ისინი, დღეს მუნიციპალიტეტში სტაბილური და მართვადი ეპიდსიტუაცია არ გვექნებოდა. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა მამარდაშვილსა და მის თანამშრომლებს, რომლებიც გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ. ამ ადამიანების პროფესიონალიზმი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საკარანტინო მდგომარეობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეების დახმარება, ეს მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ოჯახების, შშმ პირების, პენსიონერებსა და შეჭირვებული მოქალაქეების სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპისთვის მერიის მიერ შეძენილი და კერძო პირების მიერ შემოწირული სასურსათო პაკეტების რაოდენობამ 10 327 შეადგინა. აღნიშნული აქცია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ყველას დროულად დაეხმარება”, - განაცხადა მერმა.

დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდათ. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა 65 ბავშვის ინტერნეტის საფასური დაფარეს.

“აქვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა, საკუთარი სახსრებით მოწყვლადი კატეგორიის 65 ბავშვს ინტერნეტის საფასური გადაუხადა, რათა მათ ერთი თვის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლონ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში დიდი როლი შეაქვთ და მათ მიერ საქველმოქმედო აქციაში ჩართვამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მადლობა თანადგომისთვის.

საკარანტინი მდგომარეობის დროს აქტიურად გვეხმარება ბიზნესექტორიც. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო არაერთი მცირე მეწარმე და კომპანია, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სასურსათო პაკეტები გადმოგვცეს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მსურს გადავუხადო კომპანია „არემჯის“. კომპანიის წარმომადგენლებმა, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭში, ბერთაკარში, სენებსა და ტანძიაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 110-ლარიანი სასურსათო კალათები დაურიგეს. აღსანიშნავია, რომ „ამერჯიმ“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის #StopCoV ფონდში 1.000.000 ლარი ჩარიცხა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს მოხმარდება. პანდემიის დროს, ასეთი დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის 7 ტონა კარტოფილი გადმოგვცა შპს „მზიანმა მოსავალმა“, რომელიც სოფლ სავანეთში ოპერირებს. კომპანია კარტოფილით ამარაგებს შპს „Wellington”-ს, რომელიც ქართულ ჩიფსს „FRIXX”-ს აწარმოებს. საქველმოქმედო აქციაში უკვე მეორედ ჩაერთო კომპანია GU Fruit, რომელმაც მოქალაქეებს 450კგ ვაშლი დაურიგა. ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები და მეწარმეები საბედნიეროდ მრავლად არიან, ისინი ყოველდღიურად გვეხმარებიან და მოწყვლადი კატეგორიის პირებს თანადგომას უცხადებენ. დიდ მადლობას გიხდით ქველმოქმედებისთვის”, - აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, შერაზადიშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ფერმერებს აქტიურად ეხმარება სამუშაოების განხორციელებაში. მისივე ინფორმაციით, ფერმერებისთვის გაიცემა გადაადგილებისთვის განკუთვნილი საშვები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არ არეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა.

„მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 330 პირმა უკვე დატოვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს. საგანგებო შტაბის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი მუშაობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო.

მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინო წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სომხურად ხდება”, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნავს, რომ საკარანტინო მდგომარეობით განსაზღვრული წესების დაცვა მნიშვნელოვანია.

„ცენტრალური მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა კორონავირუსს ეფექტურად გავუმკლავდეთ და ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ. ამ პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებსა და მოხალისეებს, ამიტომ მათ განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი მედიასაშუალებების როლიც, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მოქალაქეებს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ, ეს კი გვეხმარება შევინარჩუნოთ სტაბილური და მშვიდი სიტუაცია, როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად სახელმწიფოში.

ყველას მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინო მდგომარეობით განსაზღვრული წესები, რეკომენდაციები და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. ჩვენ, ყველანი ერთად, კორონავირუსის პამდემიის შედეგად წამოჭრილ გამოწვევებს აუცილებლად წარმატებით გავუმკლავდებით”, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა