ლალი ტურძელაძე - არც ერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის, დამერწმუნეთ, ხატზე შემიძლია დავიფიცო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ მისი კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს, რომ კლინიკაში ვირუსის შიდაგადაცემაა.

როგორც ტურძელაძემ „პალირტანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენ წესად არ გვაქვს დავასახელოთ პაციენტების პროფესია, ინჟინერია, ექიმია, მედდაა, სანიტარია, მასწავლებელია. ეს ალბათ, საჭირო არ არის. რადგან თვითონ ისურვა, რომ გამოეთქვა თავის თავზე აზრი, კი, ბატონო, ჩვენი ყველას ნებაა. არის, მოთავსებულია, ვმკურნალობთ, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ის, რომ ფილტვები თვითონ გაიშუქა, ეს ასე ალბათ არ არის, ამას არც შევეხები. მკურნალობს ეს ქალბატონი. ალბათ, მათი პროფესიების დასახელება, დამერწმუნეთ, საჭირო არ არის“, - განაცხადა ტურძელაძემ.

მან კატეგორიულად უარყო, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

„ეს ასე არ არის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საავადმყოფო იხურება. ჩვენ გვაქვს თანამშრომლეთა მუშაობის ორკვირიანი ციკლი. დღეს 1-ელი რიცხვია და გამოიცვალა ძველი თანამშრომლების ბრიგადა და შემოვიდა ახალი. ძველ თანამშრომლებს გავუკეთეთ ტესტირება და გავუშვით სახლებში. ახლებსაც თერმმოსკრინინგი ჩავუტარეთ და ტესტირებაც გავუკეთეთ, ისე შევუშვით სამუშაოდ. ისინი 14 დღე იქედან ვერ გამოვლენ, ასეთი მუშაობის სქემა გვაქვს და ჯერჯერობით ამართლებს. ნამდვილად არ გვყავს ინფიცირებულები, ეს თითო-ოროლა შემთხვევაა. მთელი ქვეყნიდან გვყავს მედიკოსები - ზოგი ექთანია, ზოგი ექიმი, ზოგი სანიტარი. ამას, რა თქმა უნდა, არ ვასახელებთ, ჩვენთვის ყველა პაციენტი ძალიან საპატივცემულოა და ყველას ვუვლით ისე, როგორც საკუთარ ოჯახის წევრებს მივხედავდით. საავადმყოფო მუშაობს და არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა კლინიკაში მუშაობს დაინფიცირებული არ არის, დამერწმუნეთ. ხატზე შემიძლია დავიფიცო. ყველას აქვს ტესტები გაკეთებული. საავადმყოფო მუშაობს მთელი დატვირთვით, მთელი მოცულობით და ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა