ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს

ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ონლაინ ჩართვის საშუალებით ალექსანდრე მოწერელია ამჯერად მეფუტკრეებს გაესაუბრა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები.

სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.

„შეხვედრაზე მეფუტკრეებმა, მთავარ პრობლემად საკომენდატო საათებში გადადგილება დაასახელეს. სწორედ ამ პერიოდში, ღამის საათებში ხდება ფუტკრის ოჯახების სეზონური მთა-ბარობა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეფუტკრეებს განუცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და მათ პრობლემა აღარ შეექმნებათ.

მეფუტკრეებს, ვისაც ფუტკრის ოჯახებს გადაყვანა უწევთ, უნდა მიმართონ შესაბამის მერიებს ან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას.

მეფუტკრეების მსგავსად სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მიიღებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.