ზუგდიდში გამოკვლეულ 31 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ COVID 19-ზე 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათ შორის იყვნენ სენაკის "ცხელების კლინიკის" მედპერსონალი. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხია მიღებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით. მომავალი კვირიდან კი ლაბორატორია მთელი დატვირთვით იმუშავებს.

"საბედნიეროდ, ისევ კარგი ამბები გვაქვს და 31 გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. COVID 19-ზე PCR კვლევები კვლავ გრძელდება და მომავალი კვირიდან ჩვენი ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს",- აცხადებს ლელა ქაჯაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა