მარია ზახაროვამ ალექსეი ნავალნისთან დებატებზე უარი განაცხადა და დაწერა: უკანასკნელი ლაჩარი ხარ შენ, ნავალნი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ხაზაროვამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დებატების გამართვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ნავალნის მიერ წამოყენებული თემები, განსახილველი არ იყო.

„ლაჩარი ხარ შენ ნავალნი, უკანასკნელი ლაჩარი. ქალთან ბრძოლის დროსაც კი, კაცს ეფარები“,-დაწერა ზახაროვამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

დებატების გაუქმების შესახებ ალექსეი ნავალნიმაც განაცხადა.

„როგორც იცით, გუშინ მე მან დებატებში გამომიწვია. რა თქმა უნდა, დავთახმდი ნებისმიერ ფორმატს, რაზეც საჯაროდ განვაცხადე. მარია ლიუბოვ სობოლს დაუკავშირდა ტექნიკური დეტალების გასარკვევად, ჩვენ მოდერატორად ალექსეი პივოვაროვი წარვადგინეთ. უნდა ყოფილიყო რეგლამენტი-ჩვეულებრივი სადებატო ფორმატი, გამოსვლა სამი წუთით, კითხვა-პასუხი. ის დათანხმდა. მოგვიანებით მან უარი განაცხადა მოდერატორზე. ონლაინ რეჟიმში დებატები მოდერატორის გარეშე უცნაურია, მაგრამ რადგან ნებისიერ ფორმატს დავთანხმდი, ამაზეც მზად ვიყავი. თუმცა მოგვიანებით ზახაროვამ პოსტი გამოაქვეყნა „უკანასკნელი ლაჩარი ხარ ნავალნი“. ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლა. კიდევ ერთხელ, პირდაპირ და საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მე დავთანხმდი ამ დებატებს და მზად ვარ გავმართო ის მოდერატორის გარეშეც“, - აცხადებს ნავალნი.

ცნობისთვის, გუშინ მარია ხაზაროვამ ალექსეი ნავალნი დებატებისთვის გამოიწვია. დებატები 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჩაიშალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა