ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსზე 382 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაგვმატებია

აჭარაში კორონავირუსზე 382 პირი გამოიკვლიეს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში" 24 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი 76 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ მიემართება, იგი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში კიდევ ოთხი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

„გასული 24 საათის განმავლობაში 382 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაგვმატებია. გუშინ ოთხი განკურნებული შემთხვევა გვქონდა, საერთო ჯამში აჭარაში 31 გამოჯანმრთელებული პირია.

კლინიკა „მედალფაში" 24 ინფიცირებული მკურნალობს, რამდენიმე პირზე საკონტროლო ტესტებს ველოდებით, რომლებიც დატოვებენ კლინიკას.

რაც შეეხება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, სამი სოფლიდან, რომელიც ჩაკეტილი ზონაა, თვითიზიოლაციაში მყოფ პირებს მოეხსნათ თვითიზოლაციის პერიოდი, თუმცა ეს სოფლები კვლავ რჩება მაღალი რისკის ზონად",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა