საგარეო უწყება - საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით, კორონავირუსის გავრცელების გამო ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე ქ. გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც, ბოსნია და ჰერცეგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

„ანკარაში საქართველოს საელჩომ, რომელიც ასევე აკრედიტებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოსნიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საჭირო სპეციალური ნებართვის მოპოვება, რის შემდეგაც, შესაძლებელი გახდა მათი ტრანსპორტირება ქ. გრუდედან სერბეთის საზღვრამდე.

სერბეთში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება და შესაბამისი ნებართვების მოპოვება უნგრეთის საზღვრამდე გადაადგილებისთვის. თავის მხრივ, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მათი ტრანსპორტირება მოხდა ქ. ვენამდე, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით კი მათთვის მოპოვებულ იქნა ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლისა და გამგზავრების ნებართვა.

ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, 2020 წლის 1 მაისს, ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეები ქ. ვენიდან ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. მინსკის მიმართულებით, საიდანაც ბელარუსში საქართველოს საელჩოს დახმარებით, შესაბამისი ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. ერევანში. ამის შემდეგ სომხეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ორგანიზებული დერეფნის საშუალებით გამოემგზავრნენ სამშობლოში.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები,"- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა