რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ წაღებული სინჯებიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან" ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ წაღებული სინჯებიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ტემპერატურით ახალგაზრდა ბიჭი ე.წ. ცხელების ცენტრში 30 აპრილს მოათავსეს.

„პაციენტი ჩვენთან შემოვიდა გუშინწინ, მას ჰქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მანამდე ის 10 დღის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში იყო. გუშინ დილით ავუღეთ ნაცხის ანალიზი და გვიან ღამით ლუგარიდან მივიღეთ პასუხი, რომ 18 წლის ახალგაზრდა კოვიდ ინფიცირებულია", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე, თავად პაციენტი კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა