რუსთავის მერის ინფორმაციით,  COVID 19-ით დაავადებული  ახალგაზრდის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

რუსთავში COVID 19-ით დაავადებული ახალგაზრდის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, ახლო კონტაქტი კი სულ ექვსია, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„9:00 საათისთვის ყველა ახლო კონტაქტი დადგენილი იყო და 9:30-დან დავიწყეთ უკვე ის პროცედურები, რომელიც გაწერილია და რომლის ჩატარებაც სავალდებულოა. სხვა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს და ველოდებით ახალ ინფორმაციას. რა პროფესიაც ამ ადამიანმა აირჩია, აქედან გამომდინარე ჰქონდა ინფორმაცია ამ ვირუსზე და რჩებოდა იზოლაციაში. ინფიცირების წყარო ჯერ არ არის ცნობილი. ახლო კონტაქტები ძირითადად ოჯახის წევრები არიან, ისინი გადაყვანილი არიან და 6 საკვლევი მასალაა აღებული", - განაცხადა რუსთავის მერმა.

რუსთავში კოვიდ ინფიცირების მეცხრე შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებული ახალგაზრდა სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელია. სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, დეზინფექცია დილით ჩატარდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს