მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტულია ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენლისთვის შეიქმნას შესაბამისად მორგებული დახმარების პაკეტი

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორისთვის დახმარების პაკეტის შექმნის შესახებ ისაუბრა.

„ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც სამწუხაროდ განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე. მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენლისთვის შეიქმნას მათზე მორგებული დახმარების პაკეტი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ გარდა იმისა რაც მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიას შესთავაზა, კიდევ მუშავდება ახალი გეგმა, რათა ძალიან მიზნობრივად დავეხმაროთ ყველა იმ დარგის წარმომადგენელს, რომელიც შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. ეს შემდეგი სეგმენტური ჯგუფებია: ტურისტული კომპანიები, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმრო ბიზნესი, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ასევე იყოფა მცირე, საშუალო და დიდ ქსელურ ბრენდებად.

დღეს ყველას უკლებლივ ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ტურისტული ინდუსტიის გაჩერება, რაც ისახება მათ შემოსავლებზე. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ტურისტულ სექტორში იყო დასაქმებული, შეძლოს მუშაობის გაგრძელება. ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მთავარია ახლა ბიზნესს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ხელი შევუწყოთ, რათა სწორი განვითარების ეტაპებით შეძლონ არა მხოლოდ ძველ ნიშნულზე , არამედ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ ინდუსტრიაში დასაქმება და შესაბამისი შემოსავლის მიღება”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა