ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს, ათმა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.

მისივე ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„ჩვენთან ამჟამად 62 პაციენტია და აქედან 44 არის კოვიდინფიცირებული. გუშინ დაგვემატა 1 პაციენტი, საშუალო ასაკის მამაკაცია. საბედნიეროდ არ აქვს მძიმედ გამოხატული პნევმონია. ასევე გუშინ და გუშინწინ კლინიკა დატოვა კიდევ ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 17. რაც შეეხება დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას აგრძელებენ, არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე და კრიტიკული. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა, ვისაც დადგენილი აქვს პნევმონია, შეიძლება შევაფასოთ საშუალო სიმძიმით. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა პროტოკოლის შესაბამისად უტარდებათ. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს,“ - განაცხადა გოფოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა