ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კლინიკაში გადაჰყავთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კლინიკაში გადაჰყავთ, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ რაც ადგილობრივები სიტუაციაში გაარკვიეს და ყველაფერი აუხსნეს, მდგომარეობა დასტაბილურდა.

„გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ამ ადამიანებმა რაღაცები არასწორად გაიგეს, ავუხსენით ყველაფერი და ეს ადამიანები უკვე სასწრაფოს მანქანებში იმყოფებიან და კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც მე ვიცი, 9 თუ 10 დაინფიცირებული პირია, ერთი ოჯახის წევრი 4 პირია, დანარჩენი მეზობლები არიან. გამოკვეთილად ერთი ოჯახი იყო გადაყვანის წინააღმდეგი და სიტუაცია უკვე დალაგდა, ყველაფერი ავუხსენით, ვუთხარით, რომ კარგი საავადმყოფო, კარგი ექიმები არიან, კარგი კვებაა და დამშვიდნენ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა