გუბერნატორი - გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც დადასტურებული შემთხვევებია, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი - სოფლების ჩაკეტვა ჯერჯერობით არ განიხილება

გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც დადასტურებული შემთხვევებია, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, ეპიდკვლევების საფუძველზე, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, იმ სოფლების ჩაკეტვა, სადაც 5 დადასტურებული შემთხვევაა, არ იგეგმება.

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ეპიდკვლევების საფუძველზე, დამატებით, 17 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში, რომელთაგან ერთი დადასტურებული შემთხვევაა. პირს, რომელსაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ ინფიცირებულთან, შესაბამისად, გარკვეულწილად რისკჯგუფს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც დადასტურებული შემთხვევებია, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რომ ინდივიდუალურად შეფასდეს აქ მცხოვრებთა მდგომარეობა. პარალელურად, ეპიდკვლევების საფუძველზე, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში. თვითიზოლაციაში რჩება 80-ზე მეტი პირი, რაც შეეხება სოფლების ჩაკეტვას, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, ჯერჯერობით არ განიხილება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კორონავირუსული ინფექციის მე-5 ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში დღეს დილით დადასტურდა. Covid-19 ჰოსპიტალის ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. მთლიანობაში, ინფიცირების 5 შემთხვევა ორ სოფელში - თერგვისსა და ფლავში ფიქსირდება.

გორში პირველი ინფიცირებული ჰოსპიტლის მედდა იყო, რომელსაც ახალი კორონავირუსი 29 აპრილს დაუდასტურდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ