ირაკლი ჩიქოვანი L'Opinion-ის სტატიაზე - ივანიშვილის მონაწილეობა Covid-19-თან ბრძოლაში და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში

მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული სპეკულაციებისა და პოლიტიკური ძალების მცდელობისა, დააკნინონ ის შედეგები, რაც ქვეყანას აქვს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მთლიანად პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში, რომ ერთად შესაძლებელია Covid-19-თან ეფექტიანი ბრძოლა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ფრანგულ გამოცემა L'Opinion-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია Covid 19-თან ბრძოლის პროცესში, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ იმ თანმიმდევრული, სისტემური მიდგომის მეშვეობით, რომელმაც ქვეყანას Covid-19-თან ბრძოლაში პოზიტიური შედეგები მოუტანა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ გამოცემაში საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღო საქართველომ თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, არამედ უკვე წლებია, განაგრძობს სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც რეალურად შეიცვალა და კიდევ უფრო ახლოს არის ევროკავშირთან. მისი მისწრაფებები არის ძალიან სწორი, ადეკვატური და ევროპამაც შესაბამისად უნდა დაინახოს. ძალიან დადებითია ის გარემოება, რომ ჩვენ განვიხილებით ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ერთი ავტორის აზრი, არამედ იგი ეყრდნობა სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებსაც, სადაც საქართველო განხილულია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფრანგული გამოცემა L'Opinion-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, სამი მცირე ზომის ქვეყანა - სინგაპური, შვეიცარია და საქართველო პანდემიის პირობებში ბევრად უკეთ მუშაობენ და არსებულ გამოწვევებს კარგად ართმევენ თავს. სტატიაში დაფიქსირებულია, რომ საქართველო ზედმიწევნით კარგად ართმევს თავს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებას, რაც კრიზისის მართვის გადამწყვეტი ზომების მიღების წყალობით მოხდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა