გოჩა ენუქიძემ სოფელ ფუტიეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჭირო სასურსათო პროდუქტები გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ფუტიეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჭირო სასურსათო პროდუქტები გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატის სამაჟორიტარო ბიუროდან აცნობეს.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო კარგად ვიცით, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის ვირუსი ყველაზე მეტად საშიშია, ამიტომ მათი დაბაში ჩამოსვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. დეპუტატმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის თავად აეტანა საჭირო პროდუქტები და მოესმინა მათი პრობლემები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფუტიეთი, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს,სოფელი მხოლოდ მოხუცების ამარაა დარჩენილი.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოხუცების კეთილდღეობა, განსაკუთრებით ვინც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, სჭირდებათ ჩვენი ყურადღება და თანადგომა", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო