ბოლნისის მერია სოფელ მუშევანიდან ყველა ინფიცირებული მოქალაქის თბილისში, სამედიცინო დაწესებულებებში გადმოყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ მუშევანში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სოფელში 1 მაისს სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანის პროცესში შეფერხება შეექმნათ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე ცნობით, მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია.

„გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ ყველაფერი დროულად გაირკვა. ინფიცირებული მოქალაქეები უკვე თბილისში არიან გადაყვანილები. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა