ზვიად შალამბერიძე - წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტკრიზისულ პერიოდში

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარკვეული ტიპის სამუშაოები ხორციელდება.

„წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტკრიზისულ პერიოდში და აუცილებლად მინდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად მოვიხსენიო იმიტომ, რომ ეს არის ის ორი პროექტი იმერეთისთვის, რომელიც საუკუნის პროექტებია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული არა მარტო წყალტუბოს, ქუთაისის და იმერეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკური წინსვლა.

წყალტუბო რეაბილიტაციის შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში იმიტომ, რომ ჩვენ ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს, წყალტუბოს აქვს ამისი რესურსი, რომ გახდეს ისეთივე, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი და ასე შემდეგ.

ჩვენ არ შევჩერებულვართ და გარკვეული ტიპის სამუშაოებს ვახორციელებთ, ვაგეგმარებთ როგორი უნდა იყოს წყალტუბო მას შემდეგ რაც დაიწყება სამუშაოები და დასრულდება რეაბილიტაცია და წყალტუბო აუცილებლად იქნება გამორჩეული კურორტი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში "ბიზნესი იმედზე".

მისივე თქმით, ქუთაისიდან საირმის გავლით აბასთუმნისკენ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულ კომენტარს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი