კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. სეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ძირითადად სოფელი ანაგა დააზარალა.
ზუსტად რა ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს, ამ ეტაპზე უცნობია.
სიღნაღის მერის გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, მოწმდება სასოფლო -სამეურნეო სავარგულები და ზიანის შესახებ მონაცემები ცოტა ხანში იქნება ცნობილი.
ამასთან, სეტყვა იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც.

























