ბათუმის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ 40 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ კორონავირუსის საეჭვო ნიშნის მქონე 40 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც „ცხელების ცენტრში" აცხადებენ, კვლევისთვის ასევე რამდენიმე პირს სინჯი აუღეს და შედეგები ხვალ გახდება ცობილი.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პირი კლინიკა „მედალფაში" მკურნალობს.
4300 -ზე მეტ პირს კი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, მათ შორის 1000-მდე სამედიცინო პერსონალია.

























