რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ახლო კონტაქტების ტესტის პასუხი უარყოფითია

რუსთავში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდის 7 ახლო კონტაქტიდან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, - ამის რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"7 ახლო კონტაქტიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა, თუმცა მათზე დაკვირვება გაგრძელდება, ვინაიდან ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი ჯერ გასული არ არის. ასევე დადგენილია გარე კონტაქტები, ასეთი სულ 35-მდეა და მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დაკვირვების პროცესი როგორც შიდა, ასევე გარე კონტაქტებზე აქტიურად გაგრძელდება. სამწუხაროდ, დაინფიცირების წყარო კვლავ უცნობია", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში, სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს კორონავირუსი ლაბორატორიულად გუშინ დაუდასტურდა, მანამდე ის სახლში, იზოლაციაში იმყოფებოდა. რუსთავის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული მისი ოჯახის წევრები, რომელთაც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ახლო კონტაქტების ტესტის პასუხი უარყოფითია

რუსთავში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდის 7 ახლო კონტაქტიდან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, - ამის რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"7 ახლო კონტაქტიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა, თუმცა მათზე დაკვირვება გაგრძელდება, ვინაიდან ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი ჯერ გასული არ არის. ასევე დადგენილია გარე კონტაქტები, ასეთი სულ 35-მდეა და მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დაკვირვების პროცესი როგორც შიდა, ასევე გარე კონტაქტებზე აქტიურად გაგრძელდება. სამწუხაროდ, დაინფიცირების წყარო კვლავ უცნობია", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში, სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს კორონავირუსი ლაბორატორიულად გუშინ დაუდასტურდა, მანამდე ის სახლში, იზოლაციაში იმყოფებოდა. რუსთავის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული მისი ოჯახის წევრები, რომელთაც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი