აჭარაში 372 პირის შემოწმების შედეგად, კორონავირუსი არ გამოვლენილა

აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ლაბორატორიული კვლევა 372 პირს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.

ამ დროისათვის აჭარაში, კლინიკა "მედალფაში" 24 ინფიცირებული მკურნალობს.

საერთო ჯამში აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 4000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, მათ შორის 1000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ქობულეთში რამდენიმე სოფელი მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა