აჭარაში კორონავირუსისგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

როგორც კლინიკა "მედალფაში" "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ორ პირს საკონტროლო ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

კლინიკა "მედალფას" ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"ჩვენ ჩავუტარეთ განმეორებითი ტესტი და ორ მათგანს კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. მათ დღეს კლინიკიდან გავწერთ. ამ დროისათვის 22 ინფიცირებული კლინიკა "მედალფაში" გააგრძელებს მკურნალობას, მათგან 76 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება",- განაცხადეს კლინიკაში

ცნობისთვის, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 372 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, თუმცა არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა